[:en]Tourism industry in Georgia[:ru]Как бы мне поехать в Грузию…. [:ge]დასვენება საზღვარგარეთ და საქართველოში [:]

[:en]

From its sublimely perched old churches and watchtowers dotting fantastic mountain scenery to its green valleys spread with vineyards, Georgia (Saqartvelo, საქართველო) is one of the most beautiful countries on earth and a marvellous canvas for walkers, horse riders, skiers, rafters and paragliders. Equally special are its proud, high-spirited, cultured people: Georgia claims to be the birthplace of wine, and this is a place where guests are considered blessings and hospitality is the very stuff of life.
A deeply complicated history has given Georgia a wonderful heritage of architecture and art, from cave cities to the inimitable canvases of Pirosmani. Tbilisi, the capital, is still redolent of an age-old Eurasian crossroads. But this is also a country striving for a place in the 21st-century Western world, with eye-catching new buildings, a minimal crime rate and a heap of new facilities for the tourists who are a big part of its future.

[:ru]«Только я глаза закрою — предо мною ты встаёшь… Только я глаза открою — над ресницами плывёшь» — так могли бы мы признаться в любви к древней, гордой, радушной, вольной Грузии. Трудно определить однозначно, чем нам так мил край Сакартвело: гостеприимством и тостами, суровой красотой горных храмов или харчевнями старого Тбилиси, «Киндзмараули» или «Сулико», лезгинкой или простодушным искусством Пиросмани. Сюда приезжаем пить Боржоми и гулять по круглогодично цветущему Батуми, нежиться на черноморских пляжах и вдыхать вечную красоту Кавказских гор, в конце концов — просто жить по-грузински. А когда по приезде спросят, где нас так долго носило, ответим классически: «Сперва на поминках у князя Кипиани, потом на крестинах у князя Вардиани, потом в ресторане, а потом в духане».[:ge]

-2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, ფაქტობრივად, 2014 წლის ბიუჯეტის იდენტურია. დაგვისახელეთ ის ახალი პროექტები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2015 წელს განახორციელებს?
-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 4 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი და 17 100 000 მილიონ ლარს შეადგენს.
სიახლეებს რაც შეეხება, უმნიშვნელოვანესი იქნება ის ახალი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ჩვენი ქვეყნის კურორტებისა და საკურორტო პოტენციალის კვლევების და ამ კურორტების განვითარების კუთხით. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც საჯარო უწყებები, ასევე ვმუშაობთ, რომ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები დავაინტერესოთ და ინვესტიციები განახორციელონ სასტუმროების მშენებლობაში. ზოგადად, კერძო სექტორის მხარდაჭერა და სტიმულირება უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმისა და კურორტების განვითარებისათვის და ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.
ასევე, დიდი სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს და გაზაფხულისთვის უკვე მზად იქნება ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამთავრობო და კერძო სექტორისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ქვეყნის ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია იქნება ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკისა და ტურიზმის განვითარების მთავარი დოკუმენტი და საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ თანმიმდევრული და გააზრებული ნაბიჯები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფილო ბანკის და სახელმწიფოს თანამშრომლობის ფარგლებში, დაწყებულია მუშაობა მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. პროექტი ასევე გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას და ტურისტული მარშრუტების განვითარებას. ამასთანავე, განიხილება კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაც.
ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ წელსაც იგეგმება აქტიური კამპანია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით და, რა თქმა უნდა, მარკეტინგული ღონისძიებები საერთაშორისო ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით. გაგრძელდება პრესსტურების ორგანიზება უცხოეთიდან, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმია საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში გასაცნობად.

[:]